საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრთან

2015-09-28

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრს, რალფ გონსალვესს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა სენტ-ვინსენტისა და გრენადინების პრემიერ-მინისტრს დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.