საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნა

2015-09-28

გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიის გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო. სესია გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გახსნა.
მისასალმებელ სიტყვაში, გაეროს გენერალური მდივანი დარბაზში შეკრებილ სახელმწიფო მეთაურებს მიესალმა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გაეროს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა.
სესიის გახსნამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური