საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

2015-09-27

ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეკვატორული გვინეის ვიცე-პრეზიდენტს თეოდორო ნგუემა ობიან მანუესს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილული იყო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები.
შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური