საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა ჭუბერის მოსახლეობასთან

2015-09-16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სვანეთში იმყოფებოდა, სადაც „ნენსკრაჰესის" პროექტის დაწყების ღონისძიებას დაესწრო. ცერემონიის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაური ჭუბერის მოსახლეობას ესაუბრა. ადგილობრივებმა პრემიერს მიწის ნაკვეთების დაკანონებაში დახმარება სთხოვეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ჭუბერის მოსახლეობას განუცხადა, რომ დღესვე დაავალებს იუსტიციის მინისტრს გამოიყოს სამუშაო ჯგუფი აღნიშნული საკითხის შესასწავლად.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური