საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა POWERCHINA-ს წარმომადგენლებთან
2015-09-12 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საინვესტიციო კომპანია ,,POWERCHINA-ს" ვიცე-პრეზიდენტს, დიუ ჩუნგუას შეხვდა. უმსხვილესი კომპანია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა სფეროში ინვესტიციებს ახორციელებს და ოპერირებას ახდენს, საქართველოში არსებულ პოზიტიურ ბიზნესგარემოს კარგად იცნობს. სწორედ ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ,,POWERCHINA-ს" საქართველოში ინვესტიციების განხორციელების კონკრეტული გეგმა აქვს. კომპანია ანაკლიის პორტითაა დაინტერესებული. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|