საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მწერლისა და დრამატურგის რეზო ჭეიშვილის გარდაცვალების გამო.

რეზო ჭეიშვილმა თავისი შემოქმედებით მდიდარი მემკვიდრეობა დაუტოვა ქართულ მწერლობას. დიდია მისი ღვაწლი ქართულ კინემატოგრაფიაშიც. რეზო ჭეიშვილის სცენარით არაერთი ფილმია გადაღებული, რომლებიც ქართული კინოს საუკეთესო ნიმუშებად არის მიჩნეული.

თანავუგრძნობ რეზო ჭეიშვილის ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და ქართულ საზოგადოებას.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი