საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდთან
2015-09-11 "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები დაესწრებიან - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთის აბრეშუმის გზის ფონდის ხელმძღვანელები დღეს პირადად მოიწვია. ფორუმი თბილისში 15-16 ოქტომბერს გაიმართება და მას მაღალი რანგის არაერთი სტუმარი დაესწრება, მათ შორის ჩინეთიდან. შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ მიაღწია გარკვეულ შედეგებს ამ სტრატეგიის ფარგლებში. კერძოდ, განხორციელდა პირველი სატვირთო სარკინიგზო რეისი ჩინეთიდან საქართველოში, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა სარეკორდო დროში - ცხრა დღეში მაშინ, როცა იმავე მარშრუტით საზღვაო გადაზიდვას სჭირდება დაახლოებით 45-60 დღე.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|