საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი კლაუს შვაბს შეხვდა

2015-09-09

დალიანის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელს კლაუს შვაბს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესორ შვაბს მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ დალიანის ეკონომიკური ფორუმი საქართველოსთვის ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური