საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია «მიცუბიშის» სამუშაო ჯგუფი ჩამოვა
2015-09-09 საქართველოში მსხვილი საერთაშორისო კორპორაცია „მიცუბიშის" სამუშაო ჯგუფი ჩამოვა - აღნიშნული გადაწყვეტილება კორპორაციის თავმჯდომარემ იორიჰიკო კოჯიმამ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას მიიღო. შეხვედრა დალიანში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|