საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი საქველმოქმედო კონცერტზე
2015-09-04 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, საერთაშორისო ფესტივალ „ღამის სერენადების" დასკვნით საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო, რომელიც "საქართველოს სოლიდარობის ფონდის" საქმიანობას მიეძღვნა. ლიანა ისაკაძისა და ანსამბლ „ვირტუოზების" გადაწყვეტილებით, კონცერტიდან შემოსული თანხა, სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, „საქართველოს სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება. საქველმოქმედო კონცერტში, ლიანა ისაკაძესთან ერთად, მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიოში ცნობილი სოლისტები - დენის შაპოვალოვი (ვიოლინო) და მუჰაი ტანგი (დირიჟორი). პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|