საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გაცილება
2015-08-23 მჯერა, რომ სამშობლოში გამარჯვებულები დაბრუნდებით და კიდევ ერთხელ აღგვავსებთ სიამაყითა და დიდი სიხარულით,- ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ მორაგბეებს მიმართა. მთავრობის მეთაურმა საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრების წინ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯღალოსნებს მსოფლიოს თასისთვის ბრძოლაში წარმატება უსურვა და რაგბის განვითარების პერსპექტივებზე ესაუბრა. მისი განცხადებით, 2017 წელს საქართველო უმასპინძლებს ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს. ჩემპიონატის ფარგლებში ქვეყანაში მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რაც მომავალში კიდევ უფრო შეუწყობს ხელს სპორტის ამ სახეობის განვითარებას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|