საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

შეხვედრა IMF-ის მუდმივ წარმომადგენელთან

2015-07-29

2

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, აზიმ სადიკოვს შეხვდა.
მხარეებმა ეკონომიკურ საკითხებსა და საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონზე ისაუბრეს.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება საქართველოსადმი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერას აფასებს.
შეხვედრაზე საუბარი შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებსაც შეეხო.


პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური