შეხვედრა „სოკარის“ პრეზიდენტთან
2015-07-26
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის" პრეზიდენტს, როვნაგ აბდულაევს შეხვდა. შეხვედრის ძირითადი თემები მიმდინარე საინვესტიციო პროექტები იყო. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს „სოკარის", როგორც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტორის საქმიანობას საქართველოში. მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს. შეხვედრას „სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობის პრეზიდენტი მაჰირ მამადოვი და პრემიერ-მინისტრთან არსებული ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |