საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იტალიის ელჩთან
2015-07-17 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, ფედერიკა ფავისთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. მხარეებმა საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობას. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|