საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ახალი საწარმო ხობში
2015-07-16 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხობში პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა. პროექტი "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში განხორციელდა და მისი მშენებლობა 2 მილიონი ლარი დაჯდა. მშენებლობის ეტაპზე დასაქმებული იყო 50 ადგილობრივი მცხოვრები. საწარმოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობა 30 იქნება. ქარხანაში იწარმოება პლასტმასის ყუთი, წებო-ცემენტი, სამშენებლო ბლოკი, ბეტონის დეკორატიული ფილა, ბეტონის დეკორატიული ღარები, ბლოკი და ბორდიურები. შპს "ფიგარო" უახლოეს მომავალში კიდევ რამდენიმე საწარმოს გახსნას გეგმავს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|