საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი კომისიის სხდომა

2015-07-14

15-16 ოქტომბერს საქართველოს 300-მდე მაღალი რანგის სტუმარი და ბიზნესმენი ეწვევა, - თბილისი აბრეშუმის გზის ფორუმს უმასპინძლებს.
საორგანიზაციო საკითხები კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ფორუმის პირველ დღეს გაიმართება თემატური პანელები და დისკუსიები ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ვაჭრობის შესახებ. მეორე დღე აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას და საქართველოს საინვესტიციო ფორუმს დაეთმობა.
სტუმრებისთვის, ასევე დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური