საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის, ოქროს საწმისის ორდენზე წარადგინა, - ამის შესახებ ამერიკის ელჩთან გამართულ გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე აღინიშნა. მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა რიჩარდ ნორლანდს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და მას წარმატებები უსურვა. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობების საკითხები, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილეს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. რიჩარდ ნორლანდმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.