საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2015-07-07

კონფლიქტურ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
უწყებათაშორისი ჯგუფი მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს პირველად შეიკრიბა. შეხვედრაზე კონფლიქტებთან დაკავშირებულ სამუშაო პროცესებზე იმსჯელეს. ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობის საჭიროებებზე. ხაზი გაესვა ხალხთა შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების მნიშვნელობას. შეხვედრაზე ჟენევის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შედეგები შეაჯამეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური