აბრეშუმის გზის ფორუმის მოსამზადებელი კომისიის სხდომა
2015-07-03
აბრეშუმის გზის ფორუმი და მაღალი რანგის სტუმრები თბილისში, - საორგანიზაციო საკითხები ღონისძიების მოსამზადებელი კომისიის სხდომაზე განიხილეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ფორუმის პირველ დღეს გათვალისწინებულია მაღალი დონის სტუმრების პრეზენტაციები აბრეშუმის გზის აღორძინების თაობაზე; ასევე, გაიმართება თემატური პანელები, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, კომუნიკაციებისა და ენერგეტიკის შესახებ. ღონისძიების მეორე დღე აბრეშუმის გზის შემადგენელი ქვეყნების პროდუქციის გამოფენას მიეძღვნება; დაგეგმილია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალისა და კონკრეტული საპროექტო წინადადებების განხილვა. ფორუმის ფარგლებში საქართველოს, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ბიზნესმენი და ინვესტორი ეწვევა. აბრეშუმის გზის ფორუმს თბილისი 15-16 ოქტომბერს უმასპინძლებს.