საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი საქველმოქმედო კონცერტზე
2015-06-27 პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, "სუხიშვილების" საიუბილეო-საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო. ანსამბლის დასთან ერთად, კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, მათ შორის: ილზე ლიეპა, ნინო ანანიაშვილი, ირმა ნიორაძე, ილია კუზნეცოვი. გალა კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |