საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

მთავრობის წევრებმა პრემიერ–მინისტრს ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მომავალი დღის გეგმები დასახეს

2015-06-16

სახელმწიფო ხაზინისა და კომერციული ბანკების ანგარიშებზე, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და კომპანიების მიერ, შემოწირულობების სახით მობილიზებულია 4 მილიონ 200 ათასი ლარი,-ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით ფიზიკური პირების მხრიდან შემოწირულობების სახით ჩარიცხულია მილიონ 700 ათასი ლარი, 31 ათასი დოლარი და 1000 ევრო.
საგანგებო შტაბის სხდომაზე მთავრობის წევრებმა პრემიერ-მინისტრს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მომავალი დღის გეგმები დასახეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური