საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრმა სტიქიის ზონა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

2015-06-15

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სტიქიის ზონა მოინახულა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაური სვანიძის ქუჩაზე მცხოვრებ შალვა ელიზბარაშვილის ოჯახს ესტუმრა და მათი პრობლემები მოისმინა. სტიქიამ ელიზაბარაშვილების ორსართულიანი სახლი მთლიანად დატბორა. განადგურებულია საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯი.

ირაკლი ღარიბაშვილი ელიზბარაშვილების ოჯახს დახმარება აღუთქვა. პრემიერის დავალებით, ოჯახის წევრები დროებით საცხოვრებლად სასტუმროში გადაიყვანეს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური