საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ავსტრიის პრეზიდენტის მადლობის წერილი ირაკლი ღარიბაშვილს

2015-06-11

ძვირფასო პრემიერ-მინისტრო,

ვენაში დაბრუნების შემდეგ გადავწყვიტე, მომეწერა თქვენთვის და მომეხსენებინა მადლობა თბილისში 19 მაისს გამართული საინტერესო შეხვედრისთვის, რომლის დროსაც ჩვენ ერთმანეთს გავუზიარეთ შეხედულებები საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან დაკავშირებით, ასევე განვიხილეთ რეგიონის პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხები და ჩვენი ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტი.
ჩემი ვიზიტის ფარგლებში ორგანიზებული ავსტრია-საქართველოს ეკონომიკური ფორუმის მიმართ დაინტერესება ცხადყოფს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების უზარმაზარ პოტენციალს. თქვენთან ერთად ფორუმის გახსნა ჩემთვის დიდი პატივი იყო.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს პირველი ოფიციალური ვიზიტი წვლილს შეიტანს საქართველოსა და ავსტრიას შორის მჭიდრო კავშირების გაძლიერების საქმეში.


პატივისცემით,
ჰაინც ფიშერი