საუდის არაბეთის პრინც ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაღალი რანგის სტუმარი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გააცილეს. საუდის არაბეთის პრინცი, რომელიც თბილისში პრემიერ-მინისტრის მოწვევით იმყოფებოდა, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაეცნო.