საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საუდის არაბეთის პრინცს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა
2015-06-10 საუდის არაბეთის პრინცი ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდი საქართველოს საპატიო მოქალაქე გახდა, - შესაბამისი განკარგულება და მედალიონი საუდის არაბეთის პრინცს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა. ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზიზ ალ საუდს საქართველოს საპატიო მოქალაქეობა საქართველოს მთავრობის მეთაურის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით მიენიჭა.
|