საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრმა ბათუმში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო “ლეო გრანდი” გახსნა
2015-06-07 კიდევ ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო ბათუმში, - "ლეო გრანდი" დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა. 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია, 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება - მთავრობის მეთაურმა ბათუმელებს წარმატებული პროექტის განხორციელება მიულოცა და თურქ ინვესტორს საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა.
|