საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

სამუშაო შეხვედრა გუბერნატორებთან

2015-06-05

რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულების შეხვედრის მთავარი თემა.

გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ აქტივობების შესახებ, რომელიც რეგიონების ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშესაწყობად ინიცირებული სამთავრობო პროგრამების მხარდაჭერის მიმართულებით ხორციელდება.

სამუშაო შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური