საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრი ავსტრიის პრეზიდენტს შეხვდა

2015-05-19

საქართველოსა და ავსტრიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინც ფიშერის შეხვედრაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო პერიოდში გააქტიურებულ ურთიერთობებს და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობის განვითარება ორივე ქვეყანას დიდ სარგებელს მოუტანს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ავსტრიის მიერ გამოხატული მხარდაჭერისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ავსტრიის პრეზიდენტ ჰაინც ფიშერის შეხვედრა ავსტრია-საქართველოს ბიზნესფორუმის ფარგლებში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური