საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ–მინისტრმა არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას ვახშამზე უმასპინძლა

2015-05-18

   

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა. მხარეებმა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. გამოითქვა იმედი, რომ 19 მაისს თბილისში დაგეგმილი ბიზნესფორუმი ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნესწრეების დაახლოებას და ახალი ეკონომიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
არაბთა გაერთიანებული საემიროების დელეგაციას, რომლის შემადგენლობაში მაღალი რანგის სტუმრები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები შედიან,ეკონომიკის მინისტრი სულთან ბის საედ ალ მანსური ხელმძღვანელობს.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური