პრემიერ-მინისტრი ბათუმში სომეხ კოლეგას მასპინძლობს
2015-05-17
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში სომეხ კოლეგას, ჰოვიკ აბრაჰამიანს მასპინძლობს. სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. პირისპირ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ბათუმის ბულვარში გაისეირნეს. სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხვალ დატოვებს.