საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ანასეულში ხილის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
2015-05-17 ანასეულში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) მაისის ბოლოს ხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო გაიხსნება, - მშენებარე ქარხანას დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სტუმრობდა. განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 971 961 აშშ დოლარია, საიდანაც 388 784 აშშ დოლარი სახელმწიფო თანადაფინანსება, ხოლო 485 982 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. ქარხანაში უკვე დამონტაჟებულია შესაბამისი დანადგარები და სამუშაოების დასრულების შემდეგ 20-მდე ადამიანი დასაქმდება. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური |