საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრმა ქართველ ძიუდოისტს ზვიად გოგოჭურს გამარჯვება მიულოცა

2015-05-16

მთელი გულით ვულოცავ ქართველ ძიუდოისტ ზვიად გოგოჭურს სამხრეთ კორეაში უსინათლოთა მსოფლიო თამაშებზე გამარჯვებას.
ქართველმა ფალავანმა დაუმარცხებლად იბრძოლა ფინალამდე და ღირსეული გამარჯვება მოიპოვა. მან პირველად იასპარეზა მსოფლიო დონის საერთაშორისო ტურნირზე და დამსახურებული ოქროს მედალი მოიპოვა. ეს იყო არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი სიმტკიცისა და გამძლეობის, ვაჟკაცობის საუკეთესო მაგალითი. ამიტომაც განსაკუთრებით საამაყოა მისი წარმატება.
კიდევ ერთხელ ვულოცავ ზვიად გოგოჭურს ოქროს დებიუტს და კვლავაც ბევრ გამარჯვებასა და წარმატებებს ვუსურვებ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი