საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამძიმარი

2015-05-13

მწუხარებას გამოვთქვამ ავსტრიაში ჩვენი ახალგაზრდა თანამოქალაქის, სოფიკო ლოლაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ვიზიარებ და თანავუგრძნობ დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს.
იმედს გამოვთქვამ, რომ ავსტრიის პოლიცია გამოიძიებს და დაადგენს სოფიკო ლოლაშვილის გარდაცვალების მიზეზებს.
გარდაცვლილის ჩამოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო გაიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი