საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერ-მინისტრი გურიის ახალ გუბერნატორს შეხვდა
2015-05-11 გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულად გია სალუქვაძე დაინიშნა - პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს გურიის ახალ გუბერნატორს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა მას წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. გია სალუქვაძემ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის. გურიის ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა, არის მეცნიერებათა დოქტორი. იგი დღემდე იკავებდა სს გეს "საქრუსენერგოს" გენერალური დირექტორის მრჩევლის პოსტს. არის ყოფილი პოლიტპატიმარი. ჰყავს მეუღლე და 4 შვილი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|