საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
პრემიერმა ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა
2015-05-09 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი მიულოცა. ,,ეს არის ძალიან დიდი დღე, მე მინდა განსაკუთრებით მოვეფერო ჩვენს ვეტერანებს, მათ მივულოცო დღევანდელი დღე, ვინაიდან მათი მონაწილეობის შედეგად მოხდა, სხვა ხალხთან ერთად, ამ დიდი გამარჯვების მიღწევა“- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|