საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის განცხადება

2015-05-01

პრემიერ-მინისტრი მედიასაშუალებებს ქართველი ჯარისკაცების შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების გამო, ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
„მედიაში გავიდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ქართველ ჯარისკაცებზე. ეს არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მინდა მოვუწოდო ყველას, ვინც აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებაში მიიღო მონაწილეობა, ბოდიში მოუხადონ ჩვენი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს და თითოეულ ჯარისკაცს,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური