საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
2014 წლის 14 აგვისტოს მთავრობის სხდომა
2014-08-14 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 30 საკითხი განიხილეს. გადაიდო 2 საკითხი, დაემატა - 2 საკითხი, დამტკიცდა - 30 საკითხი. დღის წესრიგი მთავრობის სხდომის გადაწყვეტილებით, 1 სექტემბრიდან აგროდაზღვევის საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. მთავრობის კაბინეტის წევრებმა მოიწონეს საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,აგროდაზღვევის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ."
|