საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ყაზახეთის რესპუბლიკაში

2014-11-13

1 2 34 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 12-13 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ასტანას საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ საქართველოს მთავრობის მეთაური ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაემგზავრა, სადაც პრეზიდენტ ნურსულთან ნაზარბაევთან გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში ყაზახ კოლეგას, კარიმ მასიმოვს შეხვდა, რის შემდეგაც საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის დელეგაციების გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართა. პრემიერმა მასიმოვმა ქართველ კოლეგას ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
13 ნოემბერს კი საქართველოს მთავრობის მეთაურმა გვირგვინით შეამკო გმირთა მემორიალი, ესტუმრა ყაზახეთის რესპუბლიკის ეროვნულ მუზეუმს და „ბაიტერეკის" მონუმენტი დაათვალიერა.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში პრემიერ-მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ ვიცე-პრემიერები - ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური