საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ღვინის ქალაქი გუდაური 2014
2014-12-21 ღვინის ტურიზმი საქართველოში ტურიზმის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გუდაურში ყოფნის დროს განაცხადა. მთავრობის მეთაური დღეს ღონისძიებას-"ღვინის ქალაქი გუდაური 2014" დაესწრო. მან დამსწრეთ სეზონის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ღვინის ტურიზმის ხელშეწყობასთან ერთად, კურორტის განვითარებისთვისაც მნიშვნელოვანია.
|