საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ცხავერს დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება
2014-12-12 კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხავერის მოსახლეობას, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, დღეიდან ელექტროენერგია მიეწოდება, - ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელი ქსელი დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძესთან ერთად დაათვალიერა. საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლების ელექტრიფიცირების პროცესი 2013 წლიდან დაიწყო, რისთვისაც ჯამში 8 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. დღეისთვის დასრულებულია 13 სოფლის ელექტრიფიცირება, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები 9 სოფელში, უახლოეს მომავალში კი ელექტროქსელის გაყვანა კიდევ 5 სოფელში დაიწყება. პარალელურად, მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები მუცოში, ელექტრიფიცირებისა და მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისთვის. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|