საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ეკონომიკური საბჭოს სხდომა

2014-12-12

ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე იმსჯელეს დღეს ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
პრემიერ-მინისტრი პროექტების მიმდინარეობით და მშენებლობის ვადებით დაინტერესდა.
ინფორმაცია უკვე მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე მთავრობის მეთაურს საპარტნიორო ფონდისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა მიაწოდეს.  

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური