საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
შეხვედრა სტუდენტებთან
2014-12-12 საქართველოსა და ქართული კულტურის მსოფლიოში პოპულარიზაციის საქმეში 10 ახალგაზრდა ერთვება, - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის" ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა. საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის განვითარება და ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ, - საუბრის მთავარი თემები იყო. კონკურსის შედეგების თანახმად, ერთწლიანი მანდატით საქართველოს წარმომადგენლები გახდნენ - ამერიკის შეერთებული შტატებში - იოსებ ჟორჟოლიანი; ავსტრიაში - სალომე სალაძე; გერმანიაში - მიხეილ სარჯველაძე; დიდ ბრიტანეთში - გიორგი ლომიძე; თურქეთში - თეონა ვარშალომიძე; ლიტვაში - სანდრო ვეკუა; პოლონეთში - ქეთევან ფრანგულაიშვილი; საფრანგეთში - ლია ჭიპაშვილი; უკრაინაში - მიხეილ გეგეჭკორი, ხოლო ჩეხეთში - ლაშა ნავერიანი. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
|