სომხეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში დაიწყო
2014-12-11
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სომხეთის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. სომეხ კოლეგას და სომხეთის მთავრობის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებთან ერთად დახვდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჰოვიკ აბრაჰამიანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც გაფართოებული მოლაპარაკებები გაიმართება. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.