საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
კონკურსებში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა
2022-01-25
საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2022 წლის 21 იანვრის №12 და №13 ბრძანებებით შექმნილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევი საკონკურსო კომისიების გადაწყვეტილებებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესარჩევ კონკურსებში მონაწილეობის მიზნით განცხადებები/თანდართული დოკუმენტები 2022 წლის 25 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით მიიღება. კონკურსებში მონაწილეობის პირობების თაობაზე ინფორმაცია განთავსებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/68785?active=1
ორივე კონკურსი შედგება ორი ეტაპისგან - განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება. დასაკავებელ თანამდებობებთან კანდიდატების შესაბამისობის შეფასების შედეგად, კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომისიები შეარჩევენ თითოეული თანამდებობისათვის არანაკლებ 2 და არაუმეტეს 5 კანდიდატურას, რომელთაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენენ. მთავრობის მეთაურისგან კი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტს ორ-ორი კანდიდატურა წარედგინება. გამოქვეყნდეს კომისიების ორივე დებულება.
|