საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
გაიხსნა გურჯაანის შემოვლითი გზა
2021-07-08 ბაკურციხე-თელავი-ახმეტის საავტომობილო გზის ახალი 15 კმ-იანი მონაკვეთი (გურჯაანის შემოვლითი გზა) გაიხსნა. გურჯაანის შემოვლითი გზა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბაკურციხე-თელავი-ახმეტას გზას აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის გზასთან. ახალი გზის საშუალებით, გურჯაანი-ბაკურციხის მიმართულებით მოძრავ ავტოტრანსპორტს აღარ მოუწევს გავლა ქალაქ გურჯაანში და გურჯაანის მუნიციპალიტეტის 6 სოფელში (ბაკურციხე, კოლაგი, ძირკოკი, ჭანდარი, ვეჯინი და ჩუმლაყი) ათწლიანი გეგმის ფარგლებში გაწერილი პროექტებით, ჯამში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიხარჯება თითქმის 32 მილიარდი ლარი გზების ინფრასტრუქტურაში.
|