საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა

2021-03-19

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე მიხეილ ჩხენკელი დღეიდან დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური