საქართველოს მთავრობა
government.gov.ge

ხელვაჩაურში ახალაშენებულ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა

2021-01-08

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა დასრულდა, სადაც ბინა 39-მა ეკომიგრანტმა ოჯახმა მიიღო.

სოციალური სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ქედაშიც, ბინები დამატებით 20 ოჯახს გადაეცემა.

აჭარაში ასევე მიმდინარეობს მასშტაბური სოციალური პროექტი - ე.წ. ოცნების ქალაქის მშენებლობა. საცხოვრებელი კომპლექსი 582 ბინისგან შედგება. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ცხოვრების ღირსეული პირობების შექმნას ემსახურება.

2016 წლიდან დღემდე აჭარაში ბინა უსასყიდლოდ 504 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.