საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და გამკაცრებულ შეზღუდვებზე საერთაშორისო საფინანსო ინტიტუტების წარმომადგენლებთან და დონორებთან შეხვედრა გაიმართა
2020-12-01
მთავრობის წევრებმა საერთაშორისო პარტნიორების ასევე მიაწოდეს ინფორმაცია იმ საკომპენსაციო პაკეტებზე, რასაც ხელისუფლება მოსახლეობასა და ბიზნესსექტორს სთავაზობს. განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა დონორებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის როლი პანდემიის პირობებში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორიენტირებულია როგორც ვაქცინაციისთვის მომზადებაზე, ასევე პანდემიით გამოწვეული გლობალური კრიზისის დაძლევის შემდეგ სწრაფ ეკონომიკურ აღდგენაზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა დაადასტურეს მზადყოფნა, მომავალშიც განაგრძონ საქართველოს მხარდაჭერა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ევროკავშირის ელჩის მრჩეველი ჟულიენ ქრამპსი, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული დირექტორი მაჩიე ჩურა, აზიის განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი შეინ როზენტალი, მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეგიონული დირექტორი სელიმ ჩაკირი და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური
|