საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
საქართველოში მოსახლეობის გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს
2020-10-27 გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის შესრულება და მასშტაბური სამუშაოები საქართველოს ყველა რეგიონში უწყვეტად მიმდინარეობს. 2013 წლიდან დღემდე დამატებით 1000-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდა და 312 000 ოჯახს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს გაზით. მთავრობის სამწლიანი გეგმის (2019-2021) დასრულების შემდეგ, სისტემაში ჩართული იქნება 1.4 მილიონამდე აბონენტი და საქართველოში მოსახლეობის გაზიფიცირების დონე 90%-ს გადააჭარბებს. საქართველოში გაზიფიცირების დონე ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსგავსი მასშტაბისა და რელიეფის მქონე ევროპის ქვეყნებს შორის: საქართველო 90.3% 2019-2021 წლების გეგმით ჯამურად გათვალისწინებულია 90 000-მდე აბონენტის გაზიფიცირება. სამუშაოების სრული ღირებულება 240 მლნ ლარს შეადგენს. 2013-2021 წლებში გაზიფიცირებაზე ჯამურად 659 მლნ. ლარამდე დაიხარჯება. წარმატებით მიმდინარეობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან მდებარე დასახლებების გაზიფიციკაცია. 2013 წლიდან დღემდე გაზგამანაწილებელ ქსელში 74 დასახლება და 16 500-ზე მეტი აბონენტი ჩაერთო. |