საქართველოს მთავრობა government.gov.ge |
ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა
2020-10-24 ქუთაისში 274 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა. იმერეთის რეგიონში დაიხურა კიდევ 28 ნგრევადი შენობა, სადაც დევნილები წლების განმავლობაში უმძიმეს პირობებში ცხოვროდნენ. მიმდინარე წლის ბოლოს, ქუთაისში კიდევ 111 ბინა განაწილდება. ბოლო 8 წლის განმავლობაში ჯამში, 200-მდე ნგრევადი შენობა დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცათ. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, ჯამში სახლები 22 655 დევნილ ოჯახს გადაეცა.
|